კონგრესმენები ბლინკენს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას სთხოვენ

კონგრესმენები ბლინკენს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას სთხოვენ

ამერიკელი კონგრესმენები სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებენ, რისი მიზეზადაც ისინი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას და რუსული კანონის მიღებას ასახელებენ.

გამოცემა The Hill-ის თანახმად, ბლინკენს წერილი ჰელსინკის კომისიის წევრებმა ჯო ვილსონმა, სტივ კოენმა, რიჩარდ ჰადსონმა და მარკ ვესიმ მისწერეს.

The Hill-ის თანახმად, წერილში ივანიშვილი მოხსენიებულია მთავარ მიზეზად, რომლის გამოც მმართველმა პარტიამ ევროინტეგრაციის კურსიდან გადაუხვია და რუსული სტილის კანონის მიღებით ქვეყანაში თავისუფლების შეზღუდვა განიზრახა.

სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, კონგრესი განიხილავს აქტ “მეგობარს”, თუმცა იქამდე სანამ აღნიშნული აქტი დამტკიცდება, კონგრესმენები აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს როგორც საქართველოში მიმდინარე პროცესზე პასუხისმგებელს, პერსონალურ სანქციებს დაუწესებს.

2024 წლის მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვას იწყებენ, რასაც აშშ-ის მხრიდან ქართველი მაღალჩინოსნების და მათ შორის რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელი დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესება მოჰყვა.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც The Hill-ის თანახმად, კონგრესმენების წერილში არის საუბარი, არის ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობის პატრონაჟით მიღებული შავი ფული, რომელიც სახელისუფლებო წრეებში ტრიალებს და “ქართული ოცნების” სისტემის მიერ მისი საქმიანობების დასაფინანსებლად გამოიყენება.

“ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ვალდებულებაა, რომ აშშ სხვა მეგობარი სახელმწიფოების საგამოძიებო ორგანოებთან ერთად ჩაერთოს, რათა მიღებული იყოს სწრაფი, მკვეთრი და სისტემური ქმედებები ამ ქოლ-ცენტრების ქსელების წინააღმდეგ,”- წერენ კანონმდებლები.

bm.ge

მსგავსი სიახლეები

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული ღვინო გავიდა – მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

11 თვეში 70 ქვეყანაში 90 მლნ ლიტრზე მეტი ქართული…

11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება – ალან ბერსე

უცხოური გავლენის კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება –…

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

წელს, საქართველოში შეკერილი ტანსაცმლის ექსპორტმა $130 მლნ შეადგინა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…